კომაროვის მოსწავლეების საყურადღებოდ!
- 21 აპრილი, 2017
კომაროვის მოსწავლეების საყურადღებოდ!
სკოლა-პანსიონი კომაროვი რებრენდინგის პროცესშია და ახალი ლოგოს შერჩევა დაიწყო. კომაროვის სკოლამ, კომაროველებს და სრულიად საქართველოს მისცა საშუალება მიეღოთ მონაწილეობა ამ პროცესში და 4 ლოგოდან, რომლიდანაც ერთ-ერთი არსებულო ლოგოა, ხმა მისცეს თავის ფავორიტ ლოგოს და კონცეფციას.
Like-ების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა 2 გამარჯვებული ლოგო, რომლიდანაც მარკეტინგულმა საბჭომ, სამეურვეო საბჭომ და სკოლამ ერთობლივად უნდა ამოარჩიოს საუკეთესო. სამშაბათს, 25 აპრილს კომაროვის სკოლაში გაიმართება ხმის მიცემა.
სრული სურათების და კონცეფციების სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ კომაროვის ოფიციალურ Facebook გვერდს: სკოლა-პანსიონი კომაროვი • Komarovi Campus School
თქვენი აზრი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია!